“ვფიქრობ, რომ ის, რაც მოხდა 5-6 ივლისს, ამ ძალადობრივ ქმედებებს ჰყავდა თავისი ორგანიზატორები, იდეოლოგები, რომლებიც არ მალავდნენ აღნიშნულს. ამის დასტურია მათი არაერთი განცხადება, როგორც საკუთარი მედიასაშუალებების, ასევე საჯარო ადგილებში, როდესაც ისინი პირდაპირ მოუწოდებდნენ საკუთარ მომხრეებს, ეძალადათ მათგან განსხვავებულებზე.
მოვუწოდებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმიტომ რომ დღემდე არ გაუკეთებია განცხადება, რომ დაიწყოს გამოძიება და პასუხისგებაში მისცეს ამ ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები. სისხლის სამართლის კოდექსში ასევე არსებობს სპეციალური მუხლი, რომელიც მათ გამოიყენეს ერთ-ერთი პოლიტიკური პირის მიმართ და შეუძლიათ ახლა გამოიყენონ ეს მუხლი, რაც გულისხმობს ძალადობრივი ქმედებების ორგანიზებას.
ჩვენ დავინახეთ, რომ ეს ძალადობა იყო კარგად ორგანიზებული კოორდინირებული, მათ ჰყავდათ იდეოლოგები, წამქეზებლები და ჩვენ ვნახეთ ადგილზე ეს მოწოდებები და მოვუწოდებ მათ დაუყოვნებლივ დაიწყონ ორგანიზატორების მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ლექსო სწორედ ამ ორგანიზებული ძალადობის შედეგად გარდაიცვალა” – თქვა ნინო ლომჯარიამ.