ლუკაია ჩხარტიშვილი არის ერთი უბრალო გურული გლეხკაცის შვილი, თანვე უსწავლელი, მცხოვრებია სოფ. ჯუმათის (ოზურგეთის მაზრის), რომელიც შემთხვევით 1891 წელს შეხვდა ერთ ინგლისელს დაბა ლანჩხუთში ჩამოსულს; თურმე ის ინგლისელი ჩამოსულიყო იმ მიზნით, რომ უნდა წაეყვანა ათი კავკასიელი ყმაწვილები, როგორც კარგი მოსიმღერე და ცხენოსნები ბ. (ატონ) ბაფლობილისა და სალისბიურის კომპანიის თეატრში.
იმ ინგლისელმა მიმართა ლუკაია ჩხარტიშვილს, როგორც ნაქებ ცხენოსანს და განთქმულ მოსიმღერეს გურიაში და უთხრა მას: `შენ მოაგროვე ცხრა კაცი და მეათე შენვე იქნებიო და წამყევი ამერიკას ქ. ნიუიორკშიო, თვეში თითოეულს თქვენგანს ასი მანეთი და ხარჯი ჩემი გექნებათო; როგორც აქედან გზაში, აგრეთვე იქაც ამერიკაშიო~.
ლუკაია ცოტა კი შეკრთა, შეეზარა მას მისი სამშობლოს მოშორება… იმ სიშორეზე როგორც არიან მოშორებულნი ერთმანეთზე ლანჩხუთი და ამერიკა. მაგრამ მან თავი არ დაიზოგა იმ შემთხვევაში და ზემოხსენებულ ინგლისელს პირობით შეეკრა, რომ მას უნდა ევლო ამერიკაში ყოველ წელლს ე. ი. 1891 წლიდან 1900 წლამდის. ამ სახით ყოველ წელს დაჰყავს მას ცხრა-ცხრა ყმაწვილები დ აიმ 1891 წლიდან ასრულებს იმ ინგლისელთან მტკიცეთ თავის პირობას.
აქ უზუსტობაა – ინგლისელი – თომას ოლივერი – ივანე მახარაძეს შეხვდა პირველად, ლუკა (როგორც ვიცი ის გვიმბალაურიდან იყო) გურულებს სათავეში ჩაუდგა როცა ივანე ამერიკას დიეთხუა. ივანე ამერიკაში 1892-93 წწ ჯირითობდა. ფოტოებზე მარცხნიდან ლუკა და ივანე ლონდონში, 1892; მოჯირითე ლუკა.
კვალი~ N34 11 აგვისტო, 1896 წელი