წელში გამართული ხელისუფლება, რომელსაც მილიონი ამომრჩეველიი უმაგრებს ზურგს, ასე არ დახურდავდებოდა და ტროტუარზე დგომისთვის ხალხს კანონებით არ მოგუდავდა, – ამის შესახებ კულტურის მენეჯერმა, დეა მეტრეველმა განაცხადა.
მისი თქმით, “ბუნებრივად მიდის პროცესები იმ დასასრულისკენ, რომლისკენაც ყველა ასეთი რეჟიმი აღწევს“.
წელში გამართული ხელისუფლება, რომელსაც მილიონი ამომრჩეველიი უმაგრებს ზურგს, ასე არ დახურდავდებოდა და ტროტუარზე დგომისთვის ხალხს კანონებით არ მოგუდავდა. როგორც ჩანს, რაღაცის კიდევ ეშინიათ და ტყუილადაც არა. ითქვა BBC-ის შესახებ, ხმაურიანი პროცესები იქნება მომავალი წლიდან და ამას ჩვენ ვნახავთ. როდესაც წინ, სავარაუოდოდ, შესაძლოა ჰააგა გემუქრებოდეს, იქ ტროტუარზე დგომასაც და სხვა ბევრ რაღაცასაც აკრძალავ. ბუნებრივად მიდის პროცესები იმ დასასრულისკენ, რომლისკენაც ყველა ასეთი რეჟიმი აღწევს. ყველა ავტორიტარული რეჟიმი ძალიან ნელა იშლება, მტკივნეულად საზოგადოებისთვის, თუმცა, დგება ერთი წუთი, ერთი დღე, როცა ისე უცბად შეიძლება ჩამოიშალოს, რომ არც თავად ელოდნენ და არც ჩვენ. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რადგან ჩვენ გვექნება ხელისუფლება გადმოსაბარებელი, – განაცხადა მეტრეველმა.








