“სამწუხაროდ, არ გვაქვს პროგრესი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში და ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ არ იცვლება დამოკიდებულება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ და ქართველი ხალხის არჩეული ხელისუფლების მიმართ. ეს არის მთავარი მიზეზი იმ მოცემულობის, რომელიც არის დღეს ჩამოყალიბებული და მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ევროპული ბიუროკრატია არ აღიარებს ქართულ დემოკრატიას და ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს… ჩვენ გვაქვს ზოგადი იმედი, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვლება…
…ჩვენ მზად ვართ ყველა საკითხის განსახილველად, ეს არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ შეიძლება ითქვას. თუ რაიმე ჯანსაღი მოთხოვნა იქნება, თუნდაც მოთხოვნა, პირობა დავარქვათ ამას, მოთხოვნა, ნებისმიერი რამ, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი რამ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს გაცხადებული მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი…” | ამბობს კობახიძე პირველი არხის ეთერში








