დღეს რუსებმა მორიგი მასიური შეტევა განახორციელეს, სამიზნე ენერგეტიკული ობიექტებია – შმიჰალი

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიჰალის განცხადებით, დღეს რუსებმა უკრაინაზე მორიგი მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს. მისი თქმით, რუსული ძალების მთავარი სამიზნე ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო.

დღეს ღამით რუსმა ტერორისტებმა ჩვენს ქვეყანაში მორიგი მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს. თავდასხმის მთავარი სამიზნე კვლავ ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაა.

დარტყმას გავუძელით. ენერგეტიკული სისტემა ხელუხლებელია, მაგრამ მდგომარეობა ძალიან რთულია. რიგ რეგიონებში ელექტრომომარაგების პრობლემაა. ამ საკითხს ვაგვარებთ”, – ამბობს შმიჰალი.

დღეს საღამოს აფეთქებების ხმა ისმოდა ოდესაში. სარაკეტო თავდასხმის შედეგად ქალაქში 5 ადამიანი დაშავდა. ამასთან, დილით ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს სამ თბოელექტროსადგურზე, დნეპროპეტროვსკის, პოლტავისა და ჩერკასის ოლქებში. შედეგად, დნიპროს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share