“ძალიან სამწუხაროა….რომ მას ასე ემოციურად მოუწია ამ ყველაფერის მიღება”– პაპუაშვილი ტურაშვილზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მწერალ დათო ტურაშვილთან დაკავშირებით გუშინ მომხდარ ამბავს გამოეხმაურა.

პაპუაშვილმა უარყო რამე კავშირი ტურაშვილის წინააღმდეგ აგორებულ „გაშავების“ კამპანიას.

„რაც შეეხება დავით ტურაშვილს, ეს არის სწორედ, ეს არის საბოლოო ჯამში შედეგი ამ ზიზღის კამპანიისა. სამწუხაროდ, სოციალურ მედიას თავისი უარყოფით მხარე აქვს.

ძალიან სამწუხაროა, რომ მას ასე ემოციურად მოუწია ამ ყველაფერის მიღება და ვუსურვებ რომ მალე გამოჯანმრთელდეს და მოძლიერდეს.

ამავე დროს რთულია არ დაინახო ის ფარისევლობა, ვინაიდან ის ტელევიზიაში გამოდიოდა, იმავე ტელევიზიაში, იმავე სტუდიაში ან გვერდით სტუდიაში, რაც თვეების განმავლობაში ხდება. სწორედ ეს გესლი, რომელიც ამ მედიიდან მოედინება … გაიხსენეთ თორნიკე შენგელიას ამბავი, გაიხსენეთ ხვიჩა კვარაცხელიას ამბავი, შემთხვევით იგივე სტუდიიდან ხომ არ მიდოდა ამ ადამიანების მორალური განადგურების მცდელობა. ეს ადამიანები, რომლებიც ამ გესლის და შხამის შეტანას ცდილობენ ქართულ პოლიტიკასა და საზოგადეობაში და ეს ადმიანები რომ აღშფოთდებიან ხოლმე, ეს არის ყველაზე დიდი ფარისევლობა“ , – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, გუშინ გადაცემაში „მე-17 სართული“ ტურაშვილი შეუძლოდ გახდა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ტურაშვილი ტროლ-ბოტების მის წინააღმდეგ აგორებულ პიარ-კამპანიას პასუხობდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share