დიზაინერი სოფო ჭყონია სოციალური ქსელით მწერალ დატო ტურაშვილთან მიმართებით ტროლ-ბოტების მიერ აგორებულ „გაშავების“ კამპანიას გამოეხმაურა.
„ვინც ამ სიბინძურეს ემსახურებით იმ რუსულ გემზე ადგილი რომ არ იქნება, სად აპირებთ ცხოვრებას? დაფიქრდით! თქვენი არავის არ ეშინია და თქვენი მახინჯი სიტყვების.
დათო ტურაშვილი • Dato Turashvili ჯანმრთელობა და თავისუფალ საქართველოში ცხოვრება მინდა გისურვო“ , – წერს ჭყონია.
შეგახსენებთ, გუშინ გადაცემაში „მე-17 სართული“ ტურაშვილი შეუძლოდ გახდა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ტურაშვილი მის წინააღმდეგ აგორებულ პიარ-კამპანიას პასუხობდა.