გურიის მოამბე

ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ პატრიარქს ებრძვის – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი პატრიარქს ებრძვის და მისი სურვილია, პატრიარქი არავინ დაიცვას.

როგორც სასულიერო პირმა “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, “ივანიშვილის გადაწყვეტილება და მიზანი პატრიარქთან ბრძოლაა.“

არქიმანდრიტის თქმით, მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიაც სწორედ იმის მანიშნებელია, რომ მან “ოცნების“ და ეკლესიის დალაგებული პროპაგანდა არია.“

,,პრობლემა გავხდი, რა თქმა უნდა, მათი დალაგებული პროპაგანდა ავრიე, “ოცნებისაც“ და ეკლესიისაც. ეკლესიაში ამბობდნენ, რომ მღვდელი პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს, მე კი დავანახე ყველას, რომ ესენი არა თუ პოლიტიკაში ერევიან, არამედ მთავრობის დანამატია. უბრალოდ არ ერევიან ოპოზიციის მხარეს, თუმცა მთავრობის დაკვეთებს ასრულებენ. ამასთან, ეს მთავრობა თამაშობდა როლს, რომ ეკლესიას სახელმწიფო რელიგიად გახდიან და აყვავდებით, სინამდვილეში კი, ვაჩვენე ყველას, რომ ისინი მტრები არიან ეკლესიის. მათ დაადუმეს ეკლესია და გაანადგურეს, კრებსები რა საშინელებაა. კრებსების გამოქვეყნება კი არაა უბედურება, საერთოდ, რატო შეიქმნა, მღვდელს აკონტროლებენ. ეს კრებსები მაშინ გამოაქვეყნებინა ბიძინამ, მის გარეშე ეს არ მოხდებოდა, როცა პატრიარქმა სინოდის მხარე დაიჭირა. ბიძინა პირდაპირ პატრიარქს ებრძვის, მას უნდა, რომ პატრიარქი არავინ დაიცვას, ეს არის მისი გადაწყვეტილება და მიზანი -პატრიარქთან ბრძოლა. მე ეს რომ ვთქვი, პატრიარქს არავინ იცავს–მეთქი, ჩაიყრუეს. გახსოვთ, ერთი პერიოდი პატრიარქს რომ შესთავაზეს, თქვენ დაიღალეთ და ხომ არ დაისვენებთ, ეს იყო ერთადერთი გზა, რომ მეუფე შიო გამხდარიყო პატრიარქი, ამ დროს კი ვინც პატრიარქს დაუჭირა მხარი, ის კრებსები მათ წინააღმდეგ იყო. მაშინ მეუფე შიო იმიტომ დუმდა, რომ აწყობდა მისი გადადგომა. ყველამ კარგად იცის, რომ თუ პატრიარქმა სიცოცხლეშივე არ დანიშნა პატრიარქად, ვერასდროს გახდება პატრიარქი,– განაცხადა დოროთე ყურაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights