ქაქუთი – “მფერხავი”

საქონელს შამûარეფ თავზე სიმინც და დადეფ მის საჭამაც – სიმინც, ხაპს. შიეხვეწები: ღმერთო, ღმერთო, ბრევლი მომეო! ამას არ შეინახავ, ვინცხა გაჭირვებული იქნება, იმას მისცემ. ავდარზეც ფარას შამûარეფ, გაჭირვებულს მისცემ, გამეჲდარეფს. შეპირდე უნდა, სედეყე მოგახსენო! ფულს სედეყე ქვია.
.
კაკალი გულით უნდა შიეხვეწო, შეგისრულდება. – ბაღანას სანთელში გაანურიებდა. თავის დუდზე ჩინკოს დაადებდა, ჩინკოზე – საცერს. სანთელს დასწვიდა და სანთელში ჩაასხმიდა. სანთელი წყალში კუდეფს გეჲკეთებდა, ფთას. იგინს მოწეკვიდა. სამი გზობა დააწვიდა. მიხდებოდი, რაჲთ იყო ავათ. ორშავრიან ფარას მიწაში ჩადებდი, წააყრიდი, კაჲ იყო, ბაღანაჲ ფეხს ეჲდგმიდა. – თავზე ქუდს დეჲხურავ, ღმერთო, ქოჩორაჲ ქათმები გამûაჩეკიეო. მე არ მიბძნია, მარა საფსე თვარეზე უნდა დააჯდინო, ჩვიდმეტი კვერცხი და დუუდვა. – ახალ წელს მფერხავი რომ შამოვდოდა ოთახში, სიმინც შააყრიდენ თავზე და “ხვავი, ბინა, ბერექეთიო” – იტყვის.
.
მიორე დღესაა ქათმის ფერხვა. მფერხავი მისცემს კაკალს. შორ ვერ წავა სახლიდან, მოჭო სხვის ბუდეში დაჯდებაო. იმ წელს თუ მამლები დაშჩებოდა, იმ მფერხავს მიორე წელს აღარ გააგზანიდენ. საქონლის მფერხავი სხვა იქნება. ბისმილით გააღებს კარს, შევა. საქონელს ბალახს აჭუმს, სიმინც. დაცთითაა. თუ გლახა ფეხის დარჩებოდá, საქონელზეც არ გააგზანიდენ.
.
ტექსტის ჩაწერის ადგილი – ქობულეთი, ქაქუთი; ჩამწერი: ნანული ნოღაიდელი 1971 წელი (corpora.co);
.
ფოტოები – გაზეთი “სახალხო ფურცელი”-ს სურათებიანი დამატება 1916 წელი N109
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share