შალვა რამიშვილი მის მიმართ წაყენებულ მძიმე ბრალდებებს Pos TV-ის ეთერში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი ბულინგი ტელევიზიის მაღალ რეიტინგს უკავშირდება.
“გუშინ და დღეს დატრიალებულ მოვლენებს მინდა შევეხო, პირადად ჩემზე თავდასხმას, ცილისწამებას. კამპანიას, რომელსაც ენჯეო-შმენჯეო სექტორი, ნაც.მიდრეკილი ადამიანები აგორებენ, საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ პარლამენტში დადიან რუსეთუმე ხოშტარია და ვიღაცების გამოგზავნილი ადამიანები და ეკითხებიან, “ოცნების” ჟურნალისტს რომ შალვა რამიშვილთან ტელევიზიაში მიხვალთ თუ არაო და დიდი მადლობა, რომ სწორი პოზიცია დაიკავეს და მხარი დამიჭირეს ამ აბსურდში ადამიანებმა, რომელთაგან ზოგს პირადად ვიცნობ, ზოგს არა, მაგრამ სწორი პოზიცია დაიკავეს.
რა ხდება, რატომ გამოჩნდნენ ასპარეზზე ადამიანები, რომლებიც რაღაცებს ინახავდნენ… გამოჩნდნენ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს რეიტინგი, მეორე ადგილზე ვართ, ეს, რა თქმა უნდა, არ არის მენეჯმენტის და ჩემი დამსახურება… ჩვენ მყარად ვართ მესამე ადგილზე და ხანდახან მეორეზეც ვართ. რა თქმა უნდა, ჩვენი გავლენა და ჩვენი წონა ამ პროცესში იზრდება და საჭირო გახდა რაღაც დაბულინგება, – თქვა რამიშვილმა.
შეგახსენებთ, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში რამდენიმე ქალმა ამხილა.