პოლონეთის ყოფილი პრემიერი, ბეატა შიდლო საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ საააკაშვილისს საკითხს „ტვიტერზე“ გამოეხმაურა.
მან „ქართულ ოცნებას“ მიმართა, რომ ექსპრეზიდენტს დაუყოვნებლივ უნდა გაეწიოს საჭირო სამედიცინო დახმარება.
„პრეზიდენტი სააკაშვილი არავითარ შემთხვევაში არ იმსახურებს სიტუაციას, რომელშიც ის ახლა იმყოფება. სწორედ მისი ძალისხმევის დამსაურებაა ქართველი ხალხის დამოუკიდებლობა. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას მისცეს პოლონურ მხარეს უფლება, სააკაშვილს დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს. პოლონეთი ამისთვის მზად არის”, – წერს პოლონეთის ყოფილი პრემიერი.