ენმ-ის წევრი, რუსუდან ცირეკიძე:ქოც ქალებს მივმართავ.მესმის, ასე გავეშებით რატომ და რისგან ” იცავთ ოჯახის სიწმინდეს”მეჟდუ ნამი, დევოჩკამი – ერთადერთი, რაც თქვენ ( და ყველა ქალს) გაწუხებთ არის ღალატი!ეს არის ის ქვეცნობიერი ( და გაცნობიერებული) შიში, რაც ასე გაყვირებთ.ვერავის მოატყუებთ, მათ შორის საკუთარ თავსაც, როცა ვითომ არხეინად ამბობთ- ” კაცია, და ერთი ორს გაიგულავებს” , ოღონდ მე არ გავიგოო.ჰოდა იმ გარყვვნილ ევროპებში და ამერიკებში რა ხდება, იცით?მეინსტრიმში ღალატი მიჩნეულია საზიზღრობად, დაუშვებლად.ცოლ- ქმარს კი არა, შეყვარებულებს არ პატიებენ და შორდებიან.პოლიტიკოსებს კარიერა ენგრევათ.( სხვათაშორის, ასეთი სურათია უკვე საქართველოშიც – ოღონდ სწორედ იმ პროევროპელ ახალგაზრდებში, რომლებსაც თქვენ გარყვნილებს ეძახით)ამის საპირისპიროდ – თქვენს გარემოცვაში ღალატი ლამის ნორმაა, ყოველდღიურობა.იფიქრეთ აბა ამაზე.ჩოხებით ბოდიალი და ცხენებით ჯირითი თქვენს კაცებს ქცევას ვერ შეუცვლის – უფრო პირიქით.სხვათაშორის, ძაანაც სექსუალურია ჩოხაც და ცხენზე ამხედრებული კაციც.