ევროპარლამენტის წევრის, ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის, ანა ფოტიგას მიერ ჯოზეფ ბორელისადმი (ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი) მიწერილი წერილის სრული ტექსტი და შეკითხვები, რომელზე პასუხის გაცემაც სავალდებულოა.
“ამა წლის 3 მარტს, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მოთხოვნით და 2003 წლიდან საქართველოს ყველა მთავრობის ძალისხმევაზე დაყრდნობით, საქართველოს მთავრობამ შემოიტანა ფორმალური მოთხოვნა ევროკავშირის წევრობის თაობაზე, რასაც ძალიან მივესალმები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ წევრობის პროცესი არის ქვეყნის დამსახურებაზე დამოკიდებული.
ამ თვალსაზრისით, მე შეშფოთებას გამოვთქვამ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობის თაობაზე, რაც ევროპულ სტანდარტებთან და ფასეულობებთან უკიდურეს წინააღმდეგობაში მოდის.
მე ვუერთდები არაერთ მიმართვას, რომ სააკაშვილისადმი მოპყრობა უნდა იყოს სამართლიანი და ღირსების შესაბამისი, და შეწყდეს მისი ღირსებისშემლახველი მოპყრობა და მის მიმართ პოლიტიკური შურისძიება. არაერთმა დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა, ექიმმა თუ დიპლომატმა გამოხატა სერიოზული შეშფოთება მისი სასამართლო პროცესებისა და ციხეში არასათანადო მოპყრობის შესახებ, ინიცირებული რუსეთთან ახლო კავშირების მქონე ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელიც საქართველოს მთავრობას არაფომალურად აკონტროლებს. დამატებით, მისმა ამ არაფორმალურმა კავშირებმა, გამოიწვია ქართული ოცნების სრულიად ბუნდოვანი პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით.
გამომდინარე აქედან:
1. არის თუ არა ევროპული ფასეულობების და ევროკავშირის წევრობის მოთხოვნების შესაბამისი მესამე პრეზიდენტისადმი არასათანადო მოპყრობა და პოლიტიკური შურისძიება?
2.მიიჩნევთ თუ არა, რომ მოლდოვის დეოლიგარქიზაციამ მნიშვნელოვანი პოზიტიური ზეგავლენა მოახდინა ქვეყნის განვითარებაზე და მის ევროპულ მომავალზე, და, შესაბამისად, იზიარებთ თუ არა საერთო აზრს, რომ პირადი სანქციების დაწესება რუსული კავშირების მქონე ქართველი ოლიგარქისთვის მოიტანს მსგავს პოზიტიურ ეფექტს? “