ლანჩხუთში გვიმბლაურის საფეხბურთო აკადემიის სტადიონზე ევგრაფ შევარდნაძის სახელობის თასის გათამაშება 2010-2011 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის გაიმართა.
ფინალში ლანჩხუთის ,,გურია“ ქუთაისის ,,მართვეს“ დაუპირისპირდა. გამარჯვება ლანჩხუთის ,,გურიას“ გუნდს ხვდა წილად.
საფეხბურთო მატჩს ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი დავით მუჯირი ესწრებოდნენ.
,გურიას“ ევგრაფ შევარდნაძის სახელობის თასი ალექსანდრე სარიშვილმა გადასცა და მათ გამარჯვება მიულოცა.
ტურნირი მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და საფეხბურთო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა.