ღვთაება “ანთარი” – ივანე ჯავახიშვილი ანთაძეების გვარის წარმომავლობაზე

ივანე ჯავახიშვილის ქართველი ერის ისტორიაში (ქართველების წარმართობა) საუბარია კოლხურ წარმართულ ღვთაება “ანთარზე”, რომელიც შინაური საქონლისა და მოსახლეობის მფარველ ღვთაებად ითვლებოდა. სწორედ მას ევედრებოდა ყოველი, რომელსაც უნდოდა, რომ მისი საქონელი გამრავლებულიყო, და ნადირს არ გაეფუჭებინა.
ჯავახიშვილი თვლიდა, რომ ანთარის კულტი გურიაშიც არსებობდა – “თუმცა გურიაში ეხლა “ანთარი” არ ახსოვთ, მაგრამ წინათ იქაც უნდა ყოფილიყო, რადგან “ანთარ”-ის ბოლომოკვეცილი ფორმა “ანთა” გურიაში, როგორც ეტყობა, ადამიანის სახელადაც ყოფილა მიღებული ისევე, როგორც ტაოში “ოჩოპინტრე” საკუთარ სახელადაც იხმარებოდა. ამ “ანთა”-ს სახელიდან უნდა იყოს ალბათ საგვარეულო სახელი “ანთაძე” წარმომდგარი.”
*
წარმართული ჭიქიანის ქვავსვეტი – სამცხე ჯავახეთი
შეიძლება იყოს ბუნება-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share