“საერთო სურათი ისედაც არ იყო სახარბიელო და კიდევ უფრო დამძიმდა პანდემიის შემდეგ. დაახლოებით 730 ათასი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა პანდემიამდე და ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა. წელს სავარადოდ დავუბრუნდებით იგივე ნიშნულს, დაახლოებით 700 ათასი ადამიანი იქნება სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს არის ძალიან დიდი მაჩვენებელი ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. მილიონ 150 ათასი ადამიანი იყო 2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ამოვიდა სიღარიბიდან 350 ათასი ადამიანი, მაგრამ ეს არ იძლევა დამშვიდების საშუალებას. 700 ათასი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა არის ძალიან სერიოზული მაჩვენებელი 4-მილიონიანი ქვეყნისთვის”
ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პალიტრანიუსის ეთერში.