8 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო– ქართველ ძალოსანთა ტრიუმფი მოსკოვში

მოსკოვში, ევროპის ძალოსანთა ჩემპიონატზე, ტრიუმფალურად იასპარეზეს ქართველმა ძალოსნებმა.

ჩემპიონატში მონაწილე 38 ქვეყნის ათლეტთა შორის 20 წონით კატეგორიაში (10 ქალების და 10 კაცების) 180 მედალი გათამაშდა.
ქართველმა ძალოსნებმა სულ 8 ოქროს მედალი მოიპოვეს და ამ მაჩვენებლით მხოლოდ უკრაინელებს ჩამორჩნენ. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ბულგარეთმა უფრო მეტი მოპოვებული ვერცხლის მედლების ხარჯზე გაუსწრო:

1. უკრაინა – 10 ოქრო, 3 ვერცხლი, 4 ბრინჯაო
2. ბულგარეთი – 8 ოქროს, 8 ვერცხლი, 3 ბრინჯაო
3. საქართველო – 8 ოქროს, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო
4. რუმინეთი – 7 ოქრო, 4 ვეცხლი, 2 ბრინჯაო
5. სომხეთი – 5 ოქრო, 9 ვერცხლი, 9 ბრინჯაო
6. დიდი ბრიტანეთი – 5 ოქრო, 4 ვერცხლი
7. თურქეთი – 4 ოქრო, 2 ვერცხლი,11 ბრინჯაო
8. იტალია – 3 ოქრო, 4 ვერცხლი, 3 ბრინჯაო
9. აზერბაიჯანი – 3 ოქრო, 2 ბრინჯაო
10. რუსეთი – 2 ოქრო, 12 ვერცხლი, 10 ბრინჯაო
11. მოლდოვა – 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 1 ბრინჯაო
12. გერმანია – 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო
13. საფრანგეთი – 1 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო

ცალკე აღებულ კაცთა ნაკრებმა ევროპის ჩემოპიონატზე 7 ოქროს მედლით ყველაზე უკეთესი შედეგი აჩვენა.

აღსანიშნავია, რომ 8 ოქროს მედლიდან 7 ოლიმპიურ წონით კატეგორიებშია მოპოვებული

ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლების მფლობელები გახდნენ:

ორჭიდი – 96 კგ ანტონ პლესნოი და +109 კგ ლაშა ტალახაძე

ატაცი – 87 კგ ანასტასია გოტფრიდი; 96 კგ ატაცი, ანტონ პლესნოი; +109 კგ ლაშა ტალახაძე

აკვრა – 89 კგ რევაზ დავითაძე; 96 კგ ანტონ პლესნოი; +109 კგ ლაშა ტალახაძემ

ვერცხლის მედლების მფლობელები არიან:

ორჭიდი – 61 კგ შოთა მიშველაძე; 89 კგ რევაზ დავითაძე

ატაცი – 61 კგ შოთა მიშველაძე 89 კგ რევაზ დავითაძე

ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა:

აკვრა – 67 კგ გოგა ჩხეიძე

მოსკოვში, ევროპის ჩემპიონატზე, ლაშა ტალახაძემ ორი მსოფლიო (ატაცი 222კგ და ორჭიდი 485 კგ) და ერთი ევროპის რეკორდი (აკვრა 263 კგ) დაამყარა. მასვე ეკუთვნის მსოფლიო რეკორდი აკვრაში (264 კგ), რომელიც მან პატაიაში (ტაილანდი) მსოფლიო ჩემპიონატზე დასძლია 2019 წელს.

“აიპრესი”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share