საქართველოს ნაკრებმა თბილისის გრანდ სლემის ტურნირი 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლის მოგებით დაასრულა და არაოფიციალური გუნდური პირველი ადგილიც დაიკავა.
ტურნირზე ოქროს მედლები 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძემ, ხოლო +100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გელა ზაალიშვილმა მოიპოვა.
ვერცხლის მედლის მფლობელი -57კგ-მდე წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი გახდა; 66კგ-მდე წონით კატეგორიაში – ვაჟა მარგველაშვილი; ხოლო -100კგ-მდე წონით კატეგორიაში – ილია სულამანიძემ.
რაც შეეხება ბრინჯაოს მედლებს -73კგ-მდე წონით კატეგორიაში მედლის მფლობელი ლაშა შავდათუაშვილი გახდა; -73კგ-მდე წონით კატეგროიაში – ალეკო მამიაშვილი; -81კგ-მდე წონით კატეგორიაში – ტატო გრიგალაშვილი; ხოლო +100კგ-მდე წონით კატეგორიაში – საბა ინანეიშვილი.