სტრასბურგში, პლენარულ სესიაზე, ევროპარლამენტარი მალგოჟატა გოშევსკას განცხადებით საჭიროა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების შემოღება.
მისი თქმით, საქართველოში არსებული კრიზისი არა პოლიტიკური, არამედ კრიმინალურია – “რეჟიმი ქიმიურ ნივთიერებებს იყენებს სტუდენტების წინააღმდეგ, რომლებსაც ევროკავშირის დროშები უჭირავთ”.
,,ვსაუბრობ როგორც პოლონელი, რომელსაც ჯერ კიდევ ახსოვს ცრემლსადენი აირის სუნი, და როგორც საქართველოს მეგობარი. საქართველოსი, რომელსაც იპარავენ არა ტანკებით, არამედ თაღლითობით.
საქართველოში არსებული კრიზისი პოლიტიკური არ არის, ის კრიმინალურია. რეჟიმი ქიმიურ ნივთიერებებს იყენებს სტუდენტების წინააღმდეგ, რომლებსაც ევროკავშირის დროშები უჭირავთ. ბევრჯერ მოვუწოდეთ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ, თუმცა რეჟიმი ყველა ევროპულ რეზოლუციას აიგნორებს. რატომ? ვინაიდან სააკაშვილი პუტინის პირადი მტერია და ის ჯერ კიდევ დაპატიმრებულია, რაც კრემლისადმი ერთგულების მაჩვენებელია.
აშშ-მა იმოქმედა, მათ სანქციები შემოიღეს ივანიშვილის წინააღმდეგ, თავისი სახელი დაარქვეს მას – რუსი, რომელიც საქართველოში გაბატონდა საქართველოს სუვერენიტეტის გასანადგურებლად. არ შეგვიძლია პარტნიორები ვიყოთ რუს ჯაშუშთან. სწრაფად ქმედება გვჭირდება, ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების შემოღება გვჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მეტ აგრესიას დავინახავთ,” – განაცხადა ევროპარლამენტარმა. (თარგმანი: Ipn.ge)








