პრეზიდენტის ნაბიჯი საკონსტიტუციოს შანს აძლევს, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება – კოპალეიშვილი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, გაასაჩივროს არჩევნების შედეგები საკონსტიტუციოში, მიესალმება.

კოალიცია “ცვლილებებისთვის” წევრი ფიქრობს, რომ სალომე ზურაბშვილის ნაბიჯი საკონსტიტუციო სასამართლოს შანს აძლევს, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება.

”მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა, ეს კარგია. ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ აუცილებლად უნდა გასაჩივრებულიყო სწორედ ჩატარებული არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობა საკონსტიტუციო სასამართლოში და სწორედ ეს დავა განიხილება საქართველოს პრეზიდენტის სარჩელის ფონზე, ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს განსაკუთრებული მოლოდინები, თუმცა ეს არის შიდა ეროვნული მექანიზმი და საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მოსახლეობა და ვისაც გაუყალბეს არჩევნები და მოჰპარეს ხმები შანს აძლევს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ მან მიიღოს ერთ-ერთი და სწორი გადაწყვეტილება, რამეთუ ეს არის არალეგიტიმური და გაყალბებული არჩევნები’’,- ამბობს მაია კოპალეიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით სარჩელით მიმართავს. სალომე ზურაბიშვილი სარჩელს ხვალ დილით შეიტანს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share