”რაც ”ოცნებამ” გააკეთა, ეს არის საზოგადოების მიტაცება და ყველა სუბიექტის არარაობად ჩაგდება” – ამის შესახებ მამა ზაზა თევზაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ქართველი ხალხი არჩევნების გაყალებებას არ უნდა შეეგუოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოება გაცილებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება.
”რაც ”ოცნებამ” გააკეთა, ეს არის მიტაცება საზოგადოების. ყველა ამ სუბიექტის არარაობად ჩაგდება. ეს არ ჯდება არაფერში. ჩვენ ხელში რაც არის დარჩენილი, არის ის, რომ არ შეიძლება ამის შეგუება და დაზავება. თუ ამას შეეგუება საზოგადოება, ჩვენ აღმოვჩნდებით მძიმე მდგომარეობაში. მესმის რთულია, მაგრამ ვხედავთ, რომ გაცილებით მძიმე მდგომარეობა გველოდება, რომლის შედარებაც არ შეიძლება და ამის გააზრება არის აუცილებელი. ქართველი ხალხი მუდმივ ბრძოლაში იყო, ჩვენ ჩვენი დაგვემტკიცებინა. ჩვენ გვყავს მტერი, ძალიან დახელოვნებული ძლიერი ძალა, რუსეთის იმპერია, რომელსაც საპირწონე მსოფლიოში არ ჰყავს, რადგან მან იცის როგორ დაასუსტოს საზოგადოება. ეს არის ძალიან ვერაგი მტერი”,- ამბობს მამა ზაზა თევზაძე.