პროგნოზი – სამშენებლო მასალები კიდევ მეტად გაძვირდება

საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი, ვაჟა მებაღიშვილი:

“უძრავი ქონების ფასი გაიზარდა, რადგან მოთხოვნის ზრდასთან ერთად, სამშენებლო მასალებიც გაძვირებულია. ამჟამად ბაზარზე მოლოდინია, რომ ფასი კიდევ გაიზრდება. ამ ეტაპზე უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ძალიან მაღალი აღარ არის, თუმცა მოქალაქეებს სახლის შეძენის სურვილი  მაინც აქვთ. ბელარუსიდან და რუსეთიდან ჩამოსულ მიგრანტებს თავდაპირველად, უფრო იჯარით უნდოდათ უძრავი ქონების აღება. ამის შემდეგ იჯარის ფასი გაიზარდა, ასევე გართულდა ბინის პოვნა; ამან კი, გადააწყვეტინათ ქონების შეძენა. აღსანიშნია, რომ ქონების შეძენაზე მანამდეც იყო მოთხოვნა – ამის ინტერესი რუსეთიდანაც ბევრს ჰქონდა. სხვათაშორის, საკმაოდ მაღალი ფასის ქონებაზე იყო მოთხოვნა – 250 ათასი დოლარიდან 1.5 მლნ ლარამდე სეგმენტში.

არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იჩაგრებიან. მათთვის, ვისაც უძრავი ქონების შეძენის სურვილი აქვს, ძალიან რთულდება ეს პროცესი. რთულია იპოთეკური სესხის აღება, გაძვირებულია სარემონტო სამუშაოების ფასი და ამ მასალებზე ფასის გაორმაგების მოლოდინი არსებობს. ეს საბოლოო ჯამში, საქართველოს მოქალაქეებს ქონების შეძენას ურთულებს”, – აცხადებს მებაღიშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share