ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1194 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 328 ადამიანი, 15 კი გარდაიცვალა.
მონაცემები ცოტა ხნის წინ Stopcov.ge-ზე განახლდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია – 19857
- გამოჯანმრთელებულია – 8666
- მათ შორის გარდაცვლილია – 158
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 6407
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1420
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 40 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 31 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.