გურიის მოამბე

სიკვდილმისჯილი ირანელი აქტივისტის ბედი ამ დრომდე გაურკვეველია

ირანელი აქტივისტის, ერფან სოლტანის ბედი ამ დრომდე გაურკვეველია. 26 წლის დემონსტრანტი აიათოლას რეჟიმს სიკვდილით დღეს უნდა დაესაჯა.

სიკვდილმისჯილის ოჯახს შეატყობინეს, რომ მათ პატიმრის ნახვის საშუალება სასჯელის სისრულეში მოყვანამდე მხოლოდ 10 წუთით ექნებოდათ.

უფლებადამცველების თქმით, გავრცელებული ინფორმაციით, ერფან სოლტანის ოჯახი იმ ციხესთან მისვლას ცდილობდა, სადაც განაჩენი უნდა აღესრულებინათ, თუმცა გუშინდელი ღამის შემდეგ 26 წლის აქტივისტის ახლობლებს ვეღარ უკავშირდებიან.

,,ვიცით, რომ ის 8 იანვარს დააკავეს და მალე გავიგეთ, რომ მას უკვე გამოტანილი ჰქონდა განაჩენი, თუმცა ბრალდებები არასდროს განუმარტავთ. ჩვენ არ ვიცით როგორ ჩატარდა სასამართლო პროცესი და საერთოდ თუ ჩატარდა სასამართლო. ამ საქმესთან დაკავშირებიტ არ არსებობს არანაირი გამჭვირვალე ინფორმაცია. ხელისუფლებამ ოჯახს მხოლოდ ის აცნობა, რომ სიკვდილით დასჯიდნენ.

ბევრი ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ მისი ოჯახი ცდილობდა იმ ციხესთან მისვლას, სადაც უნდა აღესრულებინათ ეს განაჩენი, რათა ბოლოს მაინც ენახათ იგი, თუმცა მისი ოჯახისგან გუშინდელი ღამის შემდეგ აღარაფერი გაგვიგია,” – ამბობს უფლებადამცველი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights