გურიის მოამბე

რუსეთ-უკრაინის ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბაჩო ბულისკირია ემსხვერპლა

რუსეთ-უკრაინის ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბაჩო ბულისკირია ემსხვერპლა. ამის შესახებ დანაყოფ “შერეკილების” მეთაური, ავთო ქაჯაია სოციალურ ქსელში წერს.

ბაჩო ბულისკირია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდანვე იბრძოდა.

,,კიდევ ერთი გმირი ძმა დაგვაკლდა სამწუხაროდ, დიდება ძმაო შენს გმირ სულს…

ვუსამძიმრებ პირველ რიგში ოჯახს ახლობლებს, ვუსამძიმრევ მთელ საქართველოს გმირი ბიჭის გარდაცვალებას.
გისამძიმრებთ ბიჭებო ჩვენი ძმის გარდაცვალებას. მებრძოლი ბრძოლაში კვდება, ბრძოლაში სიკვდილი კი ჩვენთვის პატივია მევრძოლებს ჩვენი გზა გვაქვს და ამ გზას ბევრი ვერ გაიგებს….
დროებით ბაჩო კიდევ შევხვდებით იმიერში. მოგვენატრები ძმაო,” – წერს ავთო ქაჯაია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights