გურიის მოამბე

ექსპერტი-ვენსის ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში “ოცნების” საგარეო პოლიტიკის კრახის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება

გია ნოდია-პოლიტოლოგი; სოციალური ქსელი;
ვენსის ვიზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანში. ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკის კრახის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულებაა, რაც კი აქამდე გვქონია.
ეს ასეა არა მარტო „დასავლეთის აგენტების“ ხედვით, არამედ თავად მის მიერ გამოცხადებული პოლიტიკის პრინციპებიდან გამომდინარე.
წარმოვიდგინოთ რაციონალური ქოცი, რომელიც ბიძინას საგარეოპოლიტიკურ ქცევას უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რეალპოლიტიკის პრინციპებიდან გამომდინარე ამართლებს. მისი აზრით, პროდასავლელი ქართველები გულუბრყვილო იდეალისტები არიან, რომლებიც ანგარიშს არ უწევენ რეალურ ძალთა ბალანსს. ფაქტია, რომ დასავლეთმა ვერ დაამარცხა რუსეთი, ის უკრაინის ტერიტორიებს ითვისებს და დასავლეთი უკრაინას რეალურად ვერ შველის.
ესე იგი, დასავლეთის იმედის ქონა შეცდომაა. უფრო სწორია ე.წ. „მიტმასნების“ პოლიტიკა, ანუ აგრესორის მიმართ ლოიალობა პირდაპირი დაპირისპირება თავიდან ასაცილებლად.
მით უმეტეს ასე უნდა მოიქცე, როცა თავად „დასავლეთი“იხლიჩება. ამერიკის სათავეში მოდის ტრამპი, რომელიც ემიჯნება ევროპას, უარყოფს ნორმებზე და ღირებულებებზე დამყარებულ პოლიტიკას რეალიზმის სასარგებლოდ და იზოლაციონისტურ მიმართულებას არჩევს. მასთანაც უნდა ეცადო ურთიერთგაგებას, ოღონდ რუსეთის გაღიზიანების გარეშე.
გარეგნულად თითქოს რაციონალურია (ხაზს ვუსვამ: გარეგნულად). მაგრამ ვენსის ვიზიტი თვალსაჩინოდ აჩვენებს, რომ ეს გაანგარიშებები მცდარია. ივანიშვილის რუსეთზე დადებული ფსონი (პირობითად ჩავთვალოთ, რომ მისი არჩევანი მართლაპ ეროვნული ინტერესებით იყო ნაკარნახევი) მცდარი აღმოჩნდა.
დავინახეთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ დაასუსტა მისი პოზიციები სამხრეთ კავკასიაში. როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის ხელისუფლება გაცილებით უფრო გაუთამამდა რუსეთს და უფრო მეტად დასავლეთზე (პირველ რიგში ამერიკაზე, სომხეთი ასევე ევროპაზე) გადაერთო. ივანიშვილის ვეზირების საცოდავმა ფაფხურმა ტრამპის გულის მოსაგებად ჯერჯერობით ნულოვანი შედეგი გამოიღო.
„ტრამპის გზით“ საქართველო არსებითად კარგავს თავის მონოპოლიურ სატრანზიტო ფუნქციას. რისი იმედიც ჰქონდა ივანიშვილს, როცა იმეორებდა, რომ „ევროპასაც ვჭირდებით“.
ეს ადასტურებს, რომ, სხვა ყველაფერთან ერთად, ბიძინა ივანიშვილი არის გეოპოლიტიკური იდიოტი. მართალი იყო მთვრალი ღარიბაშვილი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights