ოზურგეთის პროკურატურაში, ‘ქართული ოცნების” დელეგატრის. გურიის მხარეში, “ოცნების” პარლამენტის წევრის, ვასილ ჩიგოგიძის გარემოცვის დაბარებები დაიწეყო.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ჩოხატაურიდან ატყობინებენ.
ადგილობრივების ინფორმაციით, საქმე ეხება იმ ა(ა) იპ-იების თანამსრომლებს, რომლებიც მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის ქვეშ არიან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.
წყაროს ინფორმაციით, ბევრი მათგანი სამსახურში საერთოდ არ დადის, მათი ნაწილი კი სტუდენტია და თბილისში ცხოვრობს.
მაგალითისათვის, ადგილობრივების ინფორმაციით, საქმე ეხება, ათეულობოით ადამიანს, მათ შორის, ვასილ ჩიგოგიძესთან ყველაზე დაახლოებულ ლაშა გიორგაძის ოჯახის წევრებს, მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსის, თეა მამალაძის ოჯახის წევრებს და სხვა.
ოზურგეთის პროკურატურაში ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.
ადგილზე მისულ ჩვენს კორესპონდენტთან, (ოზურგეთის რაიონული პროკურატურა ოზურგეთის იუსტიციის სახლის მეორე სართულზეა განთავსებული), უწყების წარმომადგენლები კონტაქტზე, ამ წუთამდე, არ გამოდიან.








