უკრაინაში მებრძოლი არჩილ ხოფერია, სოციალური ქსელი;
ბაჩოს დღეს გაასვენებენ სამშობლოში .მე ვერ ვესწრები, არ ვესწრები..მიჭირს, არ შემიძლია , ბიჭებთან გამომშვიდობება ..არც ჩემ შვილთან ჩამიმუხლია ბოლოს..დამრჩეს ისეთი ხსოვნაში როგორსაც ვიცნობდი..
ეს ყველაფერი სამი წლის უკან ჩავიწერე მაისში..მერე მთხოვა რომ დროებით თავი შეგვეკავებინა..მერე კიდე მიმრჩა და მიმრჩა ..ჰოდა ეხლა ამ ამბავმაც ჩაასწროს სამშობლოში..ზოგადად სახელი ყოველთვის ასწრებს კაცს მისვლას , იმ ქვეყნადაც ..ჰოდა დაემატოს ესეც მის ამქვეყნად ნაკეთებ საქმეებს სამშობლოსთვის .უფალს კი ვთხოვ მიიღოს მისი ბრძოლა და სული და შეუნდოს შეცოდებანი მისი..ჩვენი ბრძოლა კი უკვე მის გარეშე გაგრძელდება.ერთიანი, მარადიული, საქართველოსთვის!
წერილი სერიდან – „ქართველები“
დაადგნენ, დავაგებით, დაადგებიან!
დავალება: დონეცკის ოლქში განთავისუფლდეს წყალგამწმნედი ქარხანა, რომელიც სეპარატისტებს უკავიათ 2014 წლიდან.
ოპერაციაში მონაწილეობენ უკარინის სპეციალური ოპერაციის ძალების ჯგუფი და ქართული ლეგიონის სპეციალური ოპერაციის ძალების ჯგუფი ერთობლივად.
სახელებს უსაფრთხოების მიზნით არ ვასაჯარობეთ!
მისიის შესრულების დეტალებზე გვიყვება სერჟანტი ბაჩო ბულისკირია, რომელიც ასვე თანამონაწილეა ამ ისტორიის. ( მისივე ნებართვის ვასაჯაროვებთ მის სახელს და გვარს)
მიზანი: ქარხნის ტერიტორიის დაკავება და შემდგომი შენარჩუნება ქვეითების დამხამრე ძალის მისვლამდე.
აღსანიშნავია, რომ ქართული ჯგუფი უკრინის სპეციალური ოპერაციის ძალებთან მთელი 10 თვის განმავლობაში მუშაობდა, შესაბამისად ჰქონდათ სრული ურთიერთგაგება, პატივსცემა, ნდობა.
ჯგუფის ნომერ პირველი ამოცანა იყო შეგროვებინა ინფორმაცია და ეწაროებინა დაზვერვა.
სწორედ დაზვერვის შედეგად დადგინდა რომ ქარხნის ტერიოტრიას იცავდა მტრის ერთი გაძლიერებული ოცეული შეიარაღებული ნაღმტყორცნებითა და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევბით.
ბრძანების თანახმად ქართულ-უკარინულ ჯგუფს უნდა შეეტია ქარხნის ტერიოტრიაზე განალგებული ოცეულსთვის, რის საფუძველზეც ჯგუფმა მოითხოვა სამიზნე ადგილის არტილერიით დამუშავება, თუმცა მოგვიანებით დაზვერვის საფუძველზე გაირკვა რომ შენობაში ინახებოდა დიდი რაოდენობით ქლორი და შესაბამისად ჯგუფმა მოთხოვნა გააუქმა.
ელოდებიან შესაფერის ამინდს.
შეტევა იწყება ღამით.
გამნაღმველები მიდიან წინ სრულიად უცნობ ტერიტორიაზე.
უკან მიჰყვებათ მოიერიშე ჯგუფი.
ჯგუფმა დაიკავა სასტარტო პოზიცია შეტევისათვის.
გამნაღმველებმა უდიდესი რისკის ფასად, უცნობ ტერიოტრიაზე, ღამით იმუშავეს დაახლეობით ორსაათნახევარი და გაწმინდეს გზა მოიერიშებისთვის..
ჯგუფმა შეაღწია ქარხნის ტერიტორიაზე, პირველი სანგარი, რომელსაც იცავს სამი კაცი მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევით, მყისიერად აიღეს და სამივე მოწინააღმდგე გაანადგურეს უხმაუროდ.
წინსვლა იწყება მოწინააღმდეგის ტრანშეებით, მიუახლოვდნეენ 120 მმ ნაღმტყორცნების ადგილსამყოფელს რომელსაც იცვას ორი ათული.ქართულ-უკრაინული ჯგუფი ერთდროულად უტევს ორივე პოზიციას.
უკვე უხმაუროდ აღარ გამოდის და იწყება იერიში
მოქმედებაში მოდის მთელი ჯგუფი ავტომეტებით, ხელყუმბარებით….
ოპერაციამ გასტანა რვა წუთს…
ამ რვა წუთში გაანადგურეს მოწინააღმდეგის მთელი ათეული, დაიკავეს 120 ნაღმტყორცნის და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევის პოზიციები ყოველგვარი დანაკარგის გარეშე.
მეორე მხარეს ანალოგიურად მოქმედებს უკრაინელთა სპეციალური ძალების ჯგუფი, რომელიც ასევე ანადგურებს მოწინააღმდეგის ათეულს, იკავებს ნაღმტყორცნელთა პოზიციას. მათი მხრიდან დაიჭრა მხოლოდ ერთი მებრძოლი.
დავალება სანიმუშოდ შესრულდა, დაცვის ოცეული განადგურდა ბოლო კაცამდე, დაიკავეს ქარხანა, და შეინარჩუნეს ტერიტორია მთელი ხუთი დღის ანმავლობაში…….ქვეითების მოსვლამდე….
შეაღწია….
გაანადგურა…..
დაიკავა!…..
მივიდა, დაადგა, გაანადგურაა!………..
მივალთ, შევამოწმებთ, გავანადგურებთ!….
დაადგნენ, დავადგებით, დაადგებიან!…
2023 / 12 მაისი








