გურიის მოამბე

ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე ოზურგეთიდან უჩვეულოდ ცოტა მაღალჩინოსანმა მიულოცა

თუ სოციალური ქსელებით ვიმსჯელებთ-ბიძინა ივანიშვილს, დაბადების დღე, ოზურგეთიდან, უჩვეულოდ ცოტა ადამიანმა მიულოცა

საქართველოს არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს, მიმდინარე წლის 18 თებერვალს 70 წელი შეუსრულდა.

„გურიის მოამბე“ დაინტერესდა, რომელმა მაღალჩინოსანმა მიულოცა ოლიგარქს იუბილე და როგორ.

აღმოჩნდა, რომ ივანიშვილს, დაბადების დღე, ოდენ გურიის გუბერნატორმა მიულოცა, მანაც ტვ „იმედის“ პოსტი გააზიარა  და საკუთარი სიტყვების მოშველიებისაგან თავი შეიკავა.

რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს ივანიშვილის დაბადების დღე, სხვა მაღალჩინოსნებს „გამოეპარათ“, მათ შორის მის თანაკურსელს, დავით დარჩიას. ოზურგეთის საკრებულოს „ქორებმაც“ კი „გაატარეს“ ეს ამბავი, უბრალოდ, შემოიფარგლნენ სხვადასხვა თანამდებობის პირების პოსტების გაზიარებით-მაგალითად ქეთუსია ჰომერიკმა შალვა პაპუაშვილის პოსტი გააზიარა და ასე შემდეგ.

გიორგი ღურჯუმელიძე

18 თებერვალი, 09:23-ზე ·

დღეს ქართველი მეცენატისა და ფილანთროპის, „ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა. მას 70 წელი შეუსრულდა. 41 მილოცვაა

გაზიარებული აქვს ტვ იმედის პოსტი

TV Imedi

18 თებერვალი, 00:00-ზე ·

დღეს ქართველი მეცენატისა და ფილანთროპის, „ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა. მას 70 წელი შეუსრულდა.

პოსტს აქვს სულ 41 კომენტარი-ანუ 41 მილოცვა

მათ შორის

Bidzina Gobronidze

ღმერთმა დაულოცოს ოჯახი…

Mzia Gagua

ღმერთმა დალოცოს თავისი ოჯახით

Gocha Kvantaliani

გილოცავთ გაიხარეთ.

Tea Kavtaria

ვუერთდები მილოცვას!

მაცაცო ბურჭულაძე

იხაროს და იბედნიეროს!!

Revaz Sarishvili

ვულოცავ იუბილარს,წარმატებები და წინსვლა ქვეყნის საკეთილდღეოთ

Nugzar Urushadze

ღმერთმა დაგლოცოთ ბატონო ბიძინა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights