”ადამიანებს თავისი თავგანწირვით შეუძლიათ დაწერონ ისტორია”-კახა ასკურავა მოშიმშილეებზე

ლანჩხუთის საკრებულოს წევრი ” ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” კახა ასკურავა,  უკვე მეხუთე დღეა, ნაციონალური მოძრაობის ოფისთან გაშლილ კარავშია და შიმშილობს. როგორც კახა ასკურავა სოციალურ ქსელში წერს, მოშიმშილეებს უკვე შეექმნათ ჯანმრთელობის პრობლემები,თუმცა არავის ფიქრობს დანებებას:

”ჩემი თვალით ვუყურებ ბიჭების და გოგოების თავგანწირვას. როგორც მოსალოდნელი იყო, შიმიშილობის მე-5 დღეს წამოვიდა ჯანმრთელობის პრობლემები. როგორც ექიმი, ხშირად ვარ იმ ოთახში სადაც მოშიმშილეები იმოწმებენ სხვადასხვა სახის პარამეტრებს, ზოგს მაღალი, ზოგს დაბალი წნევები უფიქსირდებათ უკვე. ზოგის სისხლში გლუკოზის რაოდენობის ცვლილებებიც შეინიშნება, მაგრამ არავინ ფიქრობს შეწყვეტოს შიმშილობა, დანებდეს(განსაკუთრებული შემთხვევები რა თქმა უნდა გათვალისწინებული იქნება, რასაც გამოუსწორებელი შემდეგების მოტანა შეუძლია) მთელი დღის განმავლობაში ვადევნებ თვალს ამ პროცესს და ვატყობ, რომ ადამიანებს თავისი თავგანწირვით შეუძლიათ დაწერონ ისტორია. შობას გილოცავთ! პ.ს მიუხედავად ყველაფერისა, გიყვარდეთ მოყვასი შენი და გიყვარდეთ მტერი შენი!” – წერს კახა ასკურავა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share