გურიის მოამბე

ბოლო ცნობები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ახალი ომიდან

ისრაელის მე-12 არხი იტყობინება, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების შეფასებით, ირანის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ განხორციელებულმა სალიკვიდაციო ოპერაციებმა პირველივე წუთებში „დიდ წარმატებას“ მიაღწია.
🇺🇸 ტრამპი: „ერთადერთი, რაც მე მსურს, ირანელი ხალხის თავისუფლებაა. მე მსურს უსაფრთხო ერი ირანში და ჩვენ სწორედ ეს გვექნება”.
🇮🇷 ირანმა ბალისტიკური რაკეტები ესროლა სპარსეთის ყურის ყველა ქვეყანას, ომანის გარდა.
🔥ვრცელდება ინფორმაცია ერთდროული აფეთქებების შესახებ დუბაისა და აბუ-დაბიში.
🟨 ირანული სააგენტო Fars:
📌 “ირანი ისრაელსა და აშშ-ს ისეთ გაკვეთილს ჩაუტარებს, როგორიც მანამდე არასდროს მიუღიათ”.
🟦 ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭო:
📌 “მტერს სჯერა, რომ მტკიცე ირანელი ერი ლაჩრული ზომების საშუალებით დანებდება მის მცირე მოთხოვნებს. ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს გადამწყვეტი პასუხი ამ მტრულ ქმედებებზე და ძვირფას ხალხს მუდმივად მიაწვდიან ინფორმაციას.”
📌 “ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობამ უკვე მიიღო ზომები საზოგადოების ყველა საჭიროების დასაკმაყოფილებლად და პირველადი მოთხოვნილების საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებით შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.”
📌 სკოლები და უნივერსიტეტები დახუეული დარჩება შემდგომ შეტყობინებამდე. ბანკები გააგრძელებენ ირანის კეთილშობილი ხალხისთვის მომსახურების გაწევას.სახელმწიფო უწყებები ამ დროისთვის 50%-იანი დატვირთვით იმუშავებენ.
შეიძლება იყოს თვითმფრინავი და ტექსტი გამოსახულება
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი თავისუფალ ირანელებს, აიათოლას რეჟიმის ადგილობრივ მტრებს ირანულად მიმართავს:
🎙️ყველა პირს, ვინც იმყოფება ირანის სამხედრო მრეწველობასთან დაკავშირებულ ობიექტებსა და სამხედრო ინფრასტრუქტურის შიგნით ან მათ მახლობლად, ირანის მთელ ტერიტორიაზე:
📌 თქვენ იმყოფებით სახიფათო ობიექტებისა და აქტივების სიახლოვეს”.
📌 “ძვირფასო ირანის მოქალაქეებო, თქვენი უსაფრთხოებისა და დაცულობისთვის, მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ დატოვოთ ეს ტერიტორიები და დარჩეთ მათ გარეთ შემდგომ შეტყობინებამდე.”
⭕️ “აღნიშნულ ტერიტორიებზე ყოფნა საფრთხეს უქმნის თქვენს სიცოცხლეს”.
რამდენიმე წუთის წინ აშშ-ს საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებელთა მიერ თეირანთან მდებარე ირანის ისლამური რევილუციის გუშაგთა კორპუსის სარაკეტო ბაზა დაიბომბა…
AXIOS-ს ისრაელის თავდაცვის ძალების მაღალჩინოსნებმა განუცხადეს, რომ ოპერაციის პირველ წუთებში დაიბომბა ირანის ისლამური რევოლუციის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეისა და პრეზიდენტ პეზეშკიანის ადგილსამყოფლები….
▪️ უცნობია ოპერაციის შედეგები…
ყველა რეაქცია:

ბექა ქორჩილავა და 68 სხვა პიროვნება

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights