გურიის მოამბე

თათია ნიკოლაშვილი-ოზურგეთის მერიამ ახალი მანქანები შეიძინა

“ხალხზე ზრუნვის ნაცვლად ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარ თავზე და კომფორტზე ზრუნავს, ამის ნათელი მაგალითია ის, რომ ამ დღეებში ოზურგეთის მერიამ 6 ახალი მანქანა შეიძინა, ხოლო გურიის გუბერნიამ ორი”

ამის შესახებ, “ერთიან ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, თათია ნიკოლაშვილმა ფეისბუკის გვერდ “გურიის პრობლემების სკივრი” გაკეთებული მიმართვისას განაცხადა.

ამაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

მისივე განცხადებით, ოზურგეთის მერიის ხელმძღვანელობა და გურიის გუბერნიის მაღალჩინოსნები, სოციალურად შეჭირვებულებზე მზრუნველობისა და წყობიდან გამოსული გზების შეკეთების ნაცვლად-საკუთარ კომფორტზე ფიქრობენ.

ოპოზიციონერმა მ,აგალითისათვის, ოზურგეთის მერიის ბოლო აქტივობაც გაიხსენა, რა დროსაც ოზურგეთის მერიამმ  ადგილობრივი ბიუჯეტიდან 8 ათასი ლარი, ანსამბლ “ფორტეს” გადაუხადა, 2 400 ლარი ყვავილებში გადაიხადა, 1 600 ლარი კი საზეიმო ვახშამში.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights