4 წლის წინ წარმოიდგენდა ვინმე, რომ უკრაინა საჰაერო თავდაცვის ცოდნა-გამოცდილებისა და ტექნოლოგიური მიღწევების მთავარი ექსპორტიორი გახდებოდა მაოფლიოში?!
ზელენსკი:
“უკრაინამ და საუდის არაბეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც საფუძველს უყრის შემდგომ კონტრაქტებს, ტექნოლოგიურ თანამშრომლობასა და ინვესტიციებს, რაც აძლიერებს უკრაინის როლს, როგორც უსაფრთხოების დონორის: „ჩვენ მზად ვართ პარტნიორებს გავუზიაროთ ჩვენი ექსპერტული ცოდნა, გამოცდილება და ჩვენ მიერ შექმნილი სისტემები. საუდის არაბეთს კი აქვს ის, რაც უკრაინას აინტერესებს. ეს თანამშრომლობა შეიძლება იყოს ორმხრივად მომგებიანი“.
„ჩვენი საჰაერო თავდაცვის ექსპერტების მთავარი ამოცანა ამ რეგიონში არის პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და იმ ცვლილებების განსაზღვრა, რომლებიც საჭიროა ადამიანებისა და სიცოცხლის დასაცავად ირანული „შაჰიდებისა“ და რაკეტებისგან. ჩვენ განვიხილეთ ძირითადი პუნქტები, რომლებიც აუცილებელია საუდის არაბეთში საჰაერო თავდაცვის მეტი სიმძლავრისთვის და ეს პირველ რიგში ეხება დრონების ჩამოგდების მიდგომებს. უკრაინა მზად არის გრძელვადიანი და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობისთვის“.