გურიის მოამბე

ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში “ხელოვნური” ბარიერი ჩოხატაური სამტრედიის გზაზე

ეს გოჩა მეფარიშვილია-65 წლის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარიდან, საგზაო დეპარტამენტის თანამშრომელი, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ხელოვნურ ბარიერად რომ დაუნიშნავს მისივე სამსახურს ,საჯავახოზე გამავალ. ოზურგეთი ჩოხატაური თბილისის მშენებარე ავტომაგისტრალზე.

ის, დილის ხუთი საათიდან, საღამოს 20 საათამდე აქ, მდინარე ხევისწყლის მისადგომებთან, იქ სადაც 15 საუკუნის წინ ბიზანტიელებმა, სპარსეთთან ომის მიმდინარეობისას “ტეფელისის” ციხე ააგეს ჩვენი წინაპრების ხელით, უნდა იდგეს-მისი მოვალეობაა-ხელში ეჭიროს ბაგირი, რომლის მეშვეობითაც ჩოხატაურიდან სამტრედიისაკენ მიმავალ, ამ 6 კილომეტრიან მონაკვეთზე (საჯავახო) მხოლოდ მსუბუქი გაბარიტების ავტომანქანები გაატაროს, ხოლო სატვირთო ავტომანქანები შემოსასვლელი გზით, ტოლების მიმართულებით გაუშვას (ამის ამსახველი საგზაო ნიშანი კი, იქვე, “უკითხავად” ამოსული ხის ძირშია ჩარჭობილი).

საქმე იმაშია, რომ, აგერ უკვე მესამე წელია, ქოცურ ხელისუფლებას, გადაკეტილი აქვს საჯავახოს გზის მონაკვეთი-მიზეზად კი -ამ 6 კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებს – თუმცა, თუ ადგილობრივებს დაეკითხებით, დაუზარებლად გიპასუხებენ, რომ ერთი სამი წელი მინიმუმ კიდევ დაჭირდება, ქოცთა განაზრახს, სისრულეში მოსაყვანად, რადგან გზაზე არც ტექნიკაა და არც სამყოფი მუშახელი და როგორც ერთმა ადგილობრივმა გვითხრა, ოდენ “4 კინკილა კაცი ზის და “მახორკას” აბოოლებს-ტექნიკას ჯვარი წერიაო”.

რაც შეეხება გოჩას, მას მანქანაში ჩაჯდომის უფლება არა აქვს, უნდა იდგეს და იდგეს, მერე რა, რომ ის მძიმე ავადმყოფია და აქ დგომა – მისივე ოპერაციისათვის აუცილებელი თანხების შესაგროვებლად სჭირდება…

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights