გურიის მოამბე

ზურაბ ფარჯიანი – ფაშიზმის დამარცხება პუტინმა აქცია ექსკლუზიურად თავის და “რუსულ” გამარჯვებად

ახლა კი სერიოზულად – რუსეთზე და 9 მაისის პარადზე.
საბჭოთა კავშირში სულ ჩატარდა 4 (ოთხი!) პარადი.
აქედან პირველი, ყველაზე ცნობილი, ჩატარდა 1945 წელს, ეგრეთ წოდებული “გამარჯვების პარადი”.
მომდევნო პარადი ჩატარდა 1965 წლის 9 მაისს. გამარჯვების 20 წლისთავზე. სხვათაშორის მაშინ კიდევ ერთხელ გახდა 9 მაისი დასვენების დღე.
მომდევნო 2 პარადი კი ჩატარდა 1985 და 1990 წლის 9 მაისს – ეს იყო საბჭოთა კავშირის ბოლო პარადი.
და თუ გამოიცნობთ, რამდენი პარადი ჩატარდა რუსეთში? საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ?
1995 წლიდან მოყოლებული რუსეთში ჩატარდა 32 (!) პარადი.
და თავიდან თუ ცოტა მოკრძალებით დაიწყეს, დაახლოებით 2008 წლიდან 9 მაისის პარადი ხდება “პიარის” სავალდებულო ნაწილი და მას ნელ-ნელა ხდიან რუსული საზოგადოების, რუსი ხალხისა და კულტურის სიამაყის ნაწილად.
პროცესი ძლიერდება 2008 წლიდან, რასაც ემატება 2014 წელს ყირიმის ოკუპაცია და რუსეთის მიერ ომის დაწყება დონეცსკსა და ლუჰანსკში.
პუტინმა საბჭოთა კავშირში შემავალი ხალხების უდიდესი ტრაგედია აქცია “პიარ” კამპანიად, ამასთან მოახერხა ომის “რომანტიზება”, ომს დაუკარგა რეალური სახე და გახადა რაღაც სარეკლამო კლიპი, როგორც “კარგ” საბჭოთა ფილმებში.
ფილმებში, სადაც ომის გმირები კი კვდებიან, მაგრამ მათი სიკვდილი არასოდესაა ნაჩვენები. ისინი თითქოს კადრიდან სადღაც უსასრულობაში გადიან, ლამაზად, ყოველგვარი სისხლის, განგრენის, მოგლეჯილი კიდურების და ნაფლეთებად ქცეული სხეულის გარეშე.
პუტინმა მოახერხა ომის დაცლა მისი რეალური შინაარსისგან და ამიტომ რუსები წლების განმავლობაში იძახდნენ, “Сможем повторить”, დაყავდათ ტანკების ფორმის საბავშვო ეტლებში ბავშვები და არავინ კითხულობდა, ” а что мы хочем повторить?!” – “და რისი გამეორება გვინდა?!” – ტანკებზე დახვეული ნაწლავების, რჟევის “ქვაბში” მოკლული 2 მილიონამდე საბჭოთა ჯარისკაცის, სტალინგრადში მოკლული მილიონის თუ რისი გამეორება?
ამასთან ერთად თუ საბჭოთა კავშირის პარადი მთელს საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა, რომლის რესპუბლიკებმაც რუსეთზე არანაკლებად მიიღეს მონაწილეობა, პუტინი ამ პარადს ატარებდა ისე, თითქოს ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ გამარჯვება მხოლოდ რუსეთის დამსახურება იყო.
9 მაისის პარადი და ნაცისტური გერმანიის დამარცხება პუტინმა აქცია ექსკლუზიურად თავის და “რუსულ” გამარჯვებად, არა-და არაფერ შუაში იყო ამ გამარჯვებასთან არც თავად და არც მხოლოდ რუსი ერი.
ეს ომიც და გამარჯვებაც მთლიანად საბჭოთა კავშირის ყველა მოკავშირე რესპუბლიკაზე “განაწილდა” და არასოდეს ყოფილა მხოლოდ რუსების.
რაოდენობრივად უკრაინელებმა დაახლოებით იგივე რაოდენობა დაკარგეს ადამიანების, ბელორუსებმა კი ხალხის გაცილებით მაღალი რაოდენობა დაკარგეს პროცენტულად – მოსახლეობის დაახლოებით 25-30% (ამდენი “ფაახლოებით” იმიტომ, რომ ზუსტი რიცხვები დღემდე სადაოა.).
300 ათამდე ადამიანი დავკარგეთ ჩვენ (შორს არ წავალ – ბებიაჩემის ძმა ქერჩში დაიღუპა 1943 წელს), დაახლოებით იგივე აზერბაიჯანმა და სომხეთმა და სხვა მოკავშირე რესპუბლიკებმაც – ყაზახეთი, თურქმენეთი და ასე შემდეგ.
საბოლოო ჯამში კი, პუტინმა უკიდურესობამდე გააღვივა რუსული შოვინიზმი ამ თარიღით და რუსები დააჯერა, რომ მართლაც შეეძლოთ ბერლინამდე მისვლის გამეორება.
არა-და, ნორმალური თუ ხარ, ჯერ რად გინდა ტანკით შეგრიალება მაინცდამაინც, მთავარი ეკონომიკური პარტნიორი რომ გერმანიაა და გერმანული მანქანებით რომ გაქვს სავსე ქვეყანა, მაგით რომ შეხვიდე ბერლინში ტურისტად, არა?!
მეორე – საბოლოო ჯამში, ბერლინი კი არა კუპიანსკს ვერ იღებენ 2 წელია.
და საბოლოოდ პარადი, ქვეყნის ძლიერების სიმბოლო, რომელზეც ყველა დიდი ქვეყნის მეთაური ჩამოდიოდა, გადაიქცა “კლოუნ” ზელენსკის მიერ ნებადართულ ღონისძიებად.
რაც გაიმეორეს – უდიდესი მსხვერპლი, დანგრეული ეკონომიკა, 2 დანგრეული ქვეყანა.
Многоходовочка. Путин всех переиграл 🙂
პ.ს. სურათზე – უკრაინის პრეზიდენტ, ვლადიმირ ზელენსკის ბრძანება, მოსკოვში 9 მაისის პარადის ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights