გურიის მოამბე

ლავრენტი ბიგვავა ოზურგეთის მერიას სასამართლოში უჩივის

გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების” ერთ ერთი სახე, ოზურგეთის საკრებულოს ყოფილი ვიცე თავმჯდომარე და ოზურგეთის საკრებულოს მაღალჩინოსანი, ლავრენტი ბიგვავა, ოზურგეთის მერიას, სასამართლოში, საიჯარო გადასახადების გაზრდის გამო უჩივლებს.

ლავრენტი ბიგვავა, როგორც ერთ ერთი კომპანიის მფლობელის მინდობილი პირი, ოზურგეთის მერიის მიერ საიჯარო გადასახადების 1500% ით მატებას აპროტესტებს და მინიმუმ მის განახევრებას მოითხოვს.

საქმე ეხება 4 ჰექტარ მიწის ნაკვეთს, ქალაქ ოზურგეთსა და დაბა ნარუჯას საზღვარზე, რომელსაც ლავრენტი ბიგვავა იჯარით ფლობს და იქ მოცვისა და ტყემლის  პლანტაციები აქვს გაშენებული.

ეს ნაკვეთი ლავრენტი ბიგვავასაგან სახელმწიფომ, კოტე შარაშენიძის გამგებლობის დროს, 2013 წელი, შეიძინა და იქ საცდელი ნაკვეთის მშენებლობა დაიწყო, თუმცა ბეგი სიორიძის ქალაქ ოზურგეთის მერობისას (2015 წელი), ლავრენტ ბიგვავამ ის იჯარით აიღო და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოცვისა და ტყემლის პლანტაციები გააშენა.

ამჯამად, მიმდინარეობს ტყემლის პლანტაციის ლიკვიდაცია, არარენტაბელორობის გამო და იქაც მოცვის პლანტაცია შენდება.

თუმცა, ლავრენტი ბიგვავა, “გურიის მოამბესთან” საუბარში კომენტარს არ აკეთებს, მხოლოდ აცხადებს, რომ ეს პლანტაცია არა მას, არამედ მის შვილობილს, ირინა კოსტავას ეკუთვნის, თვითონ კი მხოლოდ მინდობილი პირია.

ბიგვავამ მომხდარი არც უარყო და არც დაადასტურა, გვითხრა, რომ არ სურს ამ თემაზე საუბარი.

ოზურგეთის მერიამ, ყველა იმ იურიდიულ პირს, რომელიც იჯარით, მუნიციპალურ ქონებას ფლობს, გადასახადები 1500% ით, ამ დღეებში გაუზარდა.

ოზურგეთის მერიაში აცხადებენ, რომ ეს სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში არსებული რეკომენდაციების საფუძველზე მოხდა.

სახელმწიფო აუდიტმა, თავის დასკვნაში გააკრიტიკა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, აღნიშნა, რომ ეს უკანასკნელი არაჯეროვნად იყენებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებებს და გადასახედია ამ ქონებებზე დაკისრებული გადასახადებების ოდენობაც.

თუმცა, ბიზნესმენები მიიჩნევენ, რომ ამ მასშტაბით, ერთბაშად გადასახადების 1500% ით გაზრდა-უსამართლობაა.

ოზურგეთის მერიამ დაიქირავა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო, რომელმაც ლავრენტი ბიგვავას შვილობილის საკუთრებაში არსებული მიწა შეაფასა და დაადგინა ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება 5 ლარი.

პარალელურად, ბიგვავამ მიწა დამოუკიდებელ ექსპერტს (კომპანია “ფლა”) შეაფასებინა, რომლის დასკვნითაც მიწის ღირებულებამ – ერთი კვადარატული მეტრი – 2,5 შეადგინა.

სასამართლოს მეშვეობით, ბიგვავა შეეცდება მერიის მიერ დაწესებული გადასახადების განახევრებას მაინც.

წინააღმდეგ შემთხვევაში. მაღალი გადასახადების გამო, შესაძლოა ბიგვავას და არამარტო მას, ქონების სახელმწიფოსათვის, უკან დაბრუნება მოუხდეს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights