“ოპოზიციის ახალი სლოგანი იქნება: არ გადავიხდი, ვერ გამომიშვებ! თუ არ გადაიხდის, ნამდვილად ვერ გაუშვებენ, – ასე გამოეხმაურა დეპუტატი რატი იონათამიშვილი ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების თაობაზე პროკურატურის გუშინდელ შეთავაზებაზე ოპოზიციის საპასუხო განცხადებებს.
მისივე თქმით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ნიკა მელიას დაპატიმრება პოლიტიკურ პროცესს არ უკავშირდება.
“ამით მათ ის ფასადური არგუმენტიც კი უქრებათ ხელიდან, რომ თითქოს პროცესი პოლიტიკური იყო, რომლის მიზანი ნიკანორ მელიას დაპატიმრება იყო. ახლაც გამოჩნდა, რომ ეს ასე არ არის! – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.