გურიის მოამბე

ვიკა ბუკია კახი კალაძეს – შენ ხარ ძალიან ცუდი ადამიანი. საბრალო და საცოდავი

“Kakha Kaladze კახა კალაძე გინება აკრძალულიაო. არასდროს არ მიგინებია არავინ. რა საჭიროა გინება? უბრალოდ უნდა გითხრა მშვიდად: შენ ხარ ძალიან ცუდი ადამიანი. საბრალო და საცოდავი. ჰერმესის ჩანთები ვერ მოგიტანს ბედნიერებას. ღამე რომ იძინებ სულ გახსოვდეს რამდენი ბავშვი გააღარიბე ზღვარგადასული კორუფციის გამო, გახსოვდეს, მარიტა, გოგონა, რომელსაც პარკი და შადრევანი უქციე სიკვდილის ეშაფოტად. გახსოვდეს ჭაში ჩავარდნილი ბავშვები, მშიერი პენსიონერები, რომელთაც ბედნიერად ცხოვრების შესაძლებლობა წაართვი ამ ქალაქში და სიბერე ჩაუშხამე მხოლოდ იმიტომ რომ შენ გინდა იყო უფრო მდიდარი, უფრო მეტი სამკაული ეკეთოს შენს ცოლს, უფრო კარგი ცხოვრება შენი ოჯახის წევრებს. კიდევ მეტი, უფრო მეტი, ბევრი, ბევრი, უფრო ბევრი. ოთხი შვილის დედა რომ გაუშვი ციხეში, შენი კარიკატურული ბანერის მიჯღაპვნის გამო ეგეც გახსოვდეს. შენი მოწყენილი სახე, რომელიც გამოჩნდება ხოლმე ეკრანზე დრო და დრო – მხოლოდ დასაწყისია. აუცილებლად აგებ პასუხს სამართლიან სასამართლოში ყველა იმ სიბოროტის და დანაშაულის გამო, რომელიც ჩაიდინე ხალხის წინაშე. ცუდი ადამიანი ხარ”

წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე, ცნობილი ჟურნალისტი, ვიკა ბუკია;

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights