გურიის მოამბე

ოზურგეთის საკრებულოში მერის იმპიჩმენტზე “დაფიქრდნენ”

“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, დეპუტატთა გარკვეულმა ნაწილმა, ფიქრი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოქმედი მერის, პაატა კუნჭულიას იმპიჩმენტის შესახებ დაიწყო”

ეს ინფორმაცია, “გურულების პოდკასტის” ერთ ერთმა წამყვანმა, ოთარ რევიშვილმა, ამავე გადაცემაში გააჟღერა;

რევიშვილის თქმით, რამდენიმე დეპუტატი, ოზურგეთის საკრებულოში, ამ  თემაზე სერიოზულად ფიქრობს;

პარალელურად, “გურიის მოამბეს” წყარომ, საკრებულოდან, მიაწოდა ინფორმაცია, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით დარჩიასა და ოზურგეთის მერს, პაატა კუნჭულიას შორის დაპირისპირება პიკს აღწევს:

“საკრებულოში მტკივნეულად აღიქვეს, ე.წ. “რეორგანიზაციის” საბაბით, ოზურგეთის მერიიდან “ქართული ოცნების” ატივისტების, კონკრეტულად კი , დავით დარჩიას გარემოცვის წევრების, გაშვება, მაგალითად, გელა ჭანუყვაძის, (რომელიც დარჩიას მარჯვენა ხელია) გაგდება;

ყველა ეს, მერიიდან გაგდებული ადამიანი, მოგვიანებით გურიის გუბერნიაში დაასაქმეს, თუმცა, იმავე წყაროს ცნობით, ეს ქმედება საკმარისი გახდა იმისათვის, რომ დარჩიას, კუნჭულიასათვის “ზემოთ” ეჩივლა და “საქმის გარჩევებმაც თბილისში გადაინაცვლა;

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights