“ენერგიული, ამბიციური და ქარიზმატული ადამიანი ნელ-ნელა ქრება… მამაჩემის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შვილი ედუარდ სააკაშვილი ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ მათთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობს.
”მე არ მაქვს საშუალება, მოვინახულო მამაჩემი. ზოგჯერ მქვს საშუალება მისი ნახვის, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა მე მას ვხედავ, ჩანს, რომ მისი მდგომარეობა უარესდება და უფრო ავადაა. ადამიანი, რომელიც იყო ენერგიული, ამბიციური, ქარიზმატული, ნელ-ნელა ქრება. ოჯახის წევრები ძალიან შეშფოთებულები და ანრვიულებულები ვართ ამის გამო. ჩვენ ვხედავთ, რომ მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ის საავადმყოფოშია უკვე 6 თვეა, მაგრამ, როგორც ჩანს, სათანადო მზრუნველობას ვერ იღებს და მისი მდგომარეობა უარესდება. მადლობელი ვართ იმ მხარდაჭერის, რომელსაც ვგრძნობთ, მაგრამ სიტუაცია ძალიან დამძიმდა და რაღაცა უნდა შეიცვალოს,” – ამბობს ის.