გურიის მოამბე

14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ვახო სანაიამ დროებითი დაკავების იზოლატორი დღეს დატოვა

“მე რომ დავწერე პაპუაშვილსა და ბოჟაძეზე, ***ებს ნუ დაუძახებთ-მეთქი, დამაპატიმრეს.
ახლა შეკითხვა, რომელიც ორი კვირაა არ მასვენებს: თავად შალვა პაპუაშვილმა და ბოჟაძემ რომ დაწერონ საკუთარ თავზე, ***ებს ნუ დაგვიძახებთო, თვითონ მაგათაც საციხოდ გაუხდებათ საქმე ხო ?
შალვა, ლადო, გაბედეთ, ბიჭებო!“ | წერს ვახო სანაია სოციალურ ქსელში.
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ვახო სანაიამ დროებითი დაკავების იზოლატორი დღეს დატოვა.
 ჟურნალისტ ვახო სანაიას 22 ივლისს 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. მას თავისუფლების აღკვეთა 10 ივლისს გამოქვეყნებული ამ პოსტის გამო მიუსაჯეს: “სტატუსი დავწერე, პაპუაშვილსა და ბოჟაძეს ***ს ნუ ეძახით-მეთქი და 6 ათასი ლარით დამაჯარიმეს. რა ვიცი მაშინ აბა, ეძახეთ”
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights