გურიის მოამბე

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ბოლო მცდელობიდან 18 წელი გავიდა

დღეს, 7 აგვისტოს, გურიაში, მხარისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივს მიაგებენ, მათ ოჯახებს მიუსამძიმრებენ და ჯარისკაცების საფლავებს გვირგვინებით შეამკობენ.

ხვალ, 8 აგვისტოს კი, იგივეს, მხარისა და მუნიციპალიტეტების ხელისუფლების წარმომადგენლები გააკეთებენ;

განსხვავება, იმაშია, რომ საზოგადოება, ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს მიიჩნევს, როცა რუსეთმა საქართველოში შემოჭრით, ქვეყანაზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო, მოქმედი ხელისუფლება კი მიიჩნევს, რომ ომი 8 აგვისტოს დაიწყო და შეფარვით, ხშირად პირდაპირაც, ამაში საქართველოს (ფრაზეოლგიურად მაშინ მოქმედ ხელისუფლებას), ადანაშაულებს.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს საქართველოს ოფიციალური მონაცემებით დაიღუპა 412 საქართველოს მოქალაქე (მათ შორის 170 სამხედრო, 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი). რუსეთის ოფიციალური ცნობით კი დაიღუპა 48 რუსი სამხედრო, ხოლო დე ფაქტო და ექსპერტული წყაროები სავარაუდო სამხედრო დანაკარგებს უფრო მაღალ ნიშნულზე აფასებენ

2008 წლის 7 აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს გურიიდან 9 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა:

ოზურგეთიდან – თეიმურაზ ჭიტაძე, თამაზ ნიკიტინი, ზაურ თენიეშვილი.

ჩოხატაურიდან – მერაბ ახობაძე, ფილიპე მგალობლიშვილი, მურთაზ ირემაძე.

ლანჩხუთიდან – ემზარ წილოსანი, რუსლან წულაძე, ვასილ სმირნოვი.

დიდება გმირებს!

ლანჩხუთელი შინდისის ომის გმირის-რუსლან წულაძის საფლავი, რომელიც ბოლო წლებსი რამდენჯერმე გაძარცვეს;

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights