უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის 49-ე გაერთიანებული არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი იაკოვ რეზანცევი მოკლეს. ინფორმაციას უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო ავრცელებს.
“ჩვენმა სამხედროებმა კიდევ ერთი გენერალი გაანადგურეს. ამჯერად ჯოჯოხეთში წავიდა გენერალ-ლეიტენანტი იაკოვ რეზანცევი.
ცნობილია, რომ სამხრეთ სამხედრო ოლქის 49-ე გაერთიანებული არმია სტავროპოლშია განლაგებული. იაკოვი მისი მეთაური 2020 წლის აგვისტოში გახდა. იბრძოდა სირიაში.
როგორც ამბობენ, დედამიწა მინისაა. ჩვენ შურს ვიძიებთ ყველა უკრაინელის გამო, ვინც მტრისგან დაზარალდა”, – წერს გონჩარენკო.
არსებული ინფორმაციით, რეზანცევის ლიკვიდირება მაშინ მოხდა, როდესაც უკრაინულმა არმიამ ხერსონის მახლობლად მდებარე ჩერნობაევკას აეროდრომზე იერიში მიიტანა და იქ განთავსებული რუსული ძალები გაანადგურა.
ცნობისთვის, იაკოვ რეზანცევს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმისგან რამდენიმე მედალი აქვს მიღებული, მათ შორის “სამშვიდობო ამოცანების სანიმუშო შესრულებისთვის აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად”, “სამხედრო მამაცობისთვის” და “სამხედრო თანამშრომლობისთვის”.