გურიის მოამბე

ომისმთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

კურორტიდან მომავალი მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სოფელ გომთან ხევში გადავარდა. ამ ეტაპზე გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი ადამიანი, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

ასევე, ოზურგეთის კლინიკა “მედალფაში” შეყვანილები არიან აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ოთხი ადამიანი: ქალი, მამაკაცი და ორი მცირეწლოვანი.

მათ ამ წუთებში კვლევები უტარდებათ და შესაძლოა, სხვა კლინიკაში გადაყვანა გახდეს საჭირო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “გურიაTV”-ს მომხდარი ფაქტი დაუდასტურეს. უწყების განცხადებით საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით.

ინფორმაციას ტვ გურია ავრცელებს

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights