გურიის მოამბე

კომპანია “რომპეტროლის” ბენზინგასამართ სადგურებს, გურიაში, დიზელის საწვავი დაუმთავრდათ

კომპანია “რომპეტროლის” ბენზინგასამართ სადგურებს, გურიაში, დიზელის საწვავი დაუმთავრდათ.

როგორც მძღოლებმა “გურიის მოამბეს” უთხრეს, “რომპეტროლის” ბენზინგასამართ სადგურებზე დიზელის საწვავით მომსახურება, დღეს დილით შეწყდა”

“გვითხრეს რომ ქსელშია მომარაგების პრობლემა და არ ვიცით როდის იქნებაო’ თქვა ერთ ერთმა მძღოლმა ჩვენთან საუბარში;

“გურიის მოამბე” კომპანია “რომპეტროლს” დაუკავშირდა:

“ვერ დაგიდასტურებთ, არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს, ოზურგეთში, ამ წუთისათვის 4 დღის მარაგს გვიჩვენებს, არანაირი პრობლემა ქსელურ მომარაგებაში არ არის, ახლა დაიწყო ბათუმის სადგურების შევსება და საღამომდე ოზურგეთიც მომარაგდება” – გვითხრა, “რომპეტროლის” წარმომადგენელმა, სატელეფონო საუბარში;

ჩვენ გადავამოწმეთ სიტუაცია და ადგილზე, ოზურგეთის “რომპეტროლის” ბენზინგასამართ სადგურებზე დიზელის საწვავი ნამდვილად არ არის და მომხმარებლებს, ქსელი, მხლოდ ბენზინზე ემსახურება;

ოზურგეთში გავრცელებული ინფომაციით, ბენზინგასამართ სადგურების მფლობელი, ცნობილი ბრენდები, საქართველოში, რუსულ, იაფიან, კონტრაბანდული საწვავის რეალიზაციას ახდენენ, და ეს კრიზისიც შესაძლოა რუსეთში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდებოდეს;

“რომპეტროლში” აცხადებენ, რომ ქსელი რუმინეთიდან მარაგდება და რუსეთში მიმდინარე კრიზისზე ამას არანაირი გავლენა არა აქვს და არც შეიძლება ქონდეს.

Verified by MonsterInsights