იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, დღეს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ სამინისტრო მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც გამოსახლების წესის ცვლილებას გულისხმობს.
„ხშირია შემთხვევა, როდესაც გააქირავა ბინა ადამიანმა და მოქირავნე აღარ გამოდის. აი რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში?! ამ პრობლემის გადაჭრის მკაფიო სამართლებრივი მექანიზმი დღეის მდგომარეობით არ არსებობს. შესაბამისად, როდესაც მესაკუთრეს აქვს ბინა, მას არც ფულს უხდიან ქირაში, არც იქიდან გამოდიან, ეს არის რეალურად პრობლემა, რომელიც უკავშირდება საკუთრების ფუნდამენტურ უფლებას. კი ბატონო, შემდგომში იმართება სასამართლო პროცესები, რომელიც დაახლოებით შეიძლება ერთ წელიწადსაც გაგრძელდეს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანს შეზღუდული აქვს საკუთრების უფლება, რაც ყოვლად დაუშვებელია“, – აღნიშნა ბრეგაძემ.