ელცინის შვილიშვილი საქართველოში ისვენებს

რუსეთის პირველი პრეზიდენტის, ბორის ელცინის შვილიშვილი მოდელი მარია იუმაშევა საქართველოში ისვენებს. ამის შესახებ მარიას „ინსტაგრამიდან“ ხდება ცნობილი.

გოგომ უკვე მოინახულა ყაზბეგი, რისი ამსახველი ფოტოებიც უკვე გამოაქვეყნა.

მარია საქართველოში მეგობრებთან ერთადაა ჩამოსული.

„საქართველო სიყვარულია“, – წერს მარია იამუშევა ვიდეოზე, სადაც ის მეგობრებთან ერთად ხინკალს შეექცევა.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მარია იამუშევამ უკრაინის დროშა ატვირთა ინსტაგრამზე, რითაც მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინელებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share