ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ოლქის მცხოვრებლებს რაც შეიძლება სწრაფი ევაკუაციისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, საევაკუაციო ავტობუსები ყოველ დილით იცდიან, თუმცა უცნობია რამდენ ხანს შეძლებენ ლოდინს.
„უამრავი ბავშვია თავშესაფრებში ბომბებისგან დასაცავად. რატომ? გთხოვთ, შეგნებულად მიხვიდეთ, გადაჭარბების გარეშე, ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებამდე. პასუხი მხოლოდ ერთი უნდა იყოს – გამგზავრება“, – განაცხადა გაიდაიმ.
მისი თქმით, მოქალაქეებს ლუგანსკში დაბრუნების შესაძლებლობა მალე მიეცემათ.
„უკრაინის შეიარაღებული ძალები იზრუნებენ ჩვენს ლუგანსკის ოლქზე. ძალიან მალე დავწერ – დაბრუნდი და დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენგანი იგივეს გააკეთებთ“, – თქვა გაიდაიმ.
მედიის ინფორმაციით, 2 აპრილს ლუგანსკის ოლქიდან 2 700-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა