ლატვიის ბუნებრივი აირის საცავი ოპერატორის ხელმძღვანელის, ულდის ბარისის განცხადებით, ბალტიის ქვეყნები რუსული ბუნებრივი აირის იმპორტს აღარ ახორციელებენ.
„1 აპრილიდან რუსული ბუნებრივი აირი აღარ მიედინება ლატვიაში, ესტონეთსა და ლიეტუვაში,“ – აღნიშნა Conexus Baltic Grid-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
მანამდე, ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ მოუწოდა დანარჩენ ევროპას, ბალტიის ქვეყნების მაგალითს მიჰყვნენ.