პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის, თქმით საქართველო ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას “მშვიდად, მაგრამ მტკიცედ უნდა შეხვდეს”.
როგორც მან აღნიშნა ე.წ. რეფერენდუმს არაღიარების პოლიტიკაზე არც საქართველოს ხელისუფლებისა და არც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გავლენა არ ექნება
“ამ საკითხებზე საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მუშაობს ჩვენს პარტნიორებთან და ამიტომაც არის განცხადებები. თქვენ ნახეთ, მათ შორის, ამ განცხადებასთან დაკავშირებით ჩვენი პარტნიორები, რომ ისინი არ აღიარებენ არანაირ რეფერენდუმს. როდესაც არჩევნები იყო, მყისიერად გაკეთდა იქ ჩატარებულ ე.წ. არჩევნებზე, რომ არ აღიარებს არავინ ამ არჩევნებს. თავისთავად, ეს არის არაღიარების სამართლებრივი ეფექტი. თავისთავად, რიტორიკის დონეზე, ესკალაციის დონეზე ეს თამაშობს გარკვეულ როლს. აქაც ჩვენ გარკვეულწილად მშვიდად, მაგრამ ამავე დროს მტკიცედ უნდა შევხვდეთ ამ საკითხებს. სიმტკიცე გულისხმობს იმას, რომ იყოს მყისიერი რეაქცია ამ საკითხებზე როგორც ჩვენი მხრიდან, ისე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომ ამას რაიმე გავლენა არაღიარების პოლიტიკაზე არ ექნება”,- თქვა შალვა პაპუაშვილმა “იმედზე”.